საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე რექტორის ბრძანება  

  1. დემოგრაფია - 2 ადგილი
  2. მასობრივი კომუნიკაცია - 1 ადგილი
  3.  პოლიტიკის მეცნიერება - 3 ადგილი
  4. საზოგადოებრივი გეოგრაფია - 2 ადგილი
  5. სოციოლოგია -3 ადგილი
  6. სოციალური მუშაობა - 2  ადგილი
  7. კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 3 ადგილი
  8. საერთაშორისო ურთიერთობები-  5 ადგილი
  9. ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება  - 4  ადგილი
  10. კულტურის და მედიის სოციოლოგია - 1 ადგილი

 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები რექტორის ბრძანება

  • საბუთების მიღება - 23 – 31 აგვისტო;
  • გამოცდა უცხო ენაში - 7 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება -10 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 13 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 16-20 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 21 სექტემბერი;
  • ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 21 – 22 სექტემბერი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 23 სექტემბერი;
  • ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 24 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 -17:00 სთ.):

  • განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;  
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებისთვის C1 დონე;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა სოციალურ და 
  • პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ დოქტორანტურის დებულების “მე 5- მუხლის პუნქტი 5- ის შესაბამისად დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმა   (პროსპექტუსი )

 

შენიშვნა: საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე მსურველმა გარდა უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო პაკეტისა, დამატებით უნდა წამოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

სამოტივაციო წერილი (აპლიკანტებმა უნდა აღწეროს საკუთარი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება, განიხილოს კარიერასთან დაკავშირებული სამომავლო მიზნები და ნათლად ახსნას თუ რატომ სურს აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა. მან ასევე უნდა მიუთითოს საკითხი, რომლის კვლევაც სურს).

წერილობითი ნამუშევრის ნიმუში (კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ათგვერდიანი ნიმუში. განხილული საკითხები დაკავშირებული უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობებთან ან სოციალური მეცნიერებების სხვა საკითხებთან)

წიგნის ერთგვერდიანი მიმოხილვა (აპლიკანტებმა უნდა მიმოიხილოს ნებისმიერი წიგნი საერთაშორისო ურთიერთობებიდან, რომელიც მას ბოლო დროს წაუკითხავს. მან უნდა აღნიშნოს რას ეხებოდა წიგნი, რა ისწავლა მისგან და რატომ მოეწონა ან არ მოეწონა წიგნი)

საკონტაქტო ინფორმაცია :
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი -  ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №14. თსუ IV კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84. შიდა 6240

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია

თარიღი: 29/07/2021